მიხეილ სააკაშვილი: ჩემი თანამებრძოლი ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ჩემი თანამებრძოლის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.
„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები