ავსტრალიაში, ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის, 20 წლის მამაკაცი დააკავეს

ავსტრალიის პოლიციამ, ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის, ერთი პირი დააკავა. როგორც ცნობილი გახდა, მელბურნის მკვიდრს გადაწყვეტილი ჰქონდა, ახალი წლის ღამეს ქალაქის ცენტრში მისულიყო და იქ შეკრებილი ადამიანებისთვის ცეცხლი გაეხსნა.
პოლიციის განცხადებით, 20 წლის დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა ვერ მოახერხა. ის პოლიციამ დროულად დააკავა. სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ მელბურნის მოქალაქეს თანამზრახველები არ ჰყოლია.
გასულ წელს, საახალწლო დღესასწაულს მელბურნის ცენტრში 500 000 ადამიანი აღნიშნავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები