სახეზე მჟავის გადასხმის მსხვერპლი ქალები მაღალი მოდის ჩვენებაზე გამოვიდნენ

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში მაღალი მოდის ჩვენება გაიმართა, სადაც მონაწილეობა იმ ცხრა ქალმა მიიღო, რომლებიც მჟავის გადასხმის მსხვერპლები გახდნენ. მოდელებმა პოდიუმზე ცნობილი ინდოელი დიზაინერების როჰიტა ბელის, რენნუ გილის და არჩანუ კოჰარას ტანისამოსი წარმოადგინეს. ჩვენება გამართა ორგანიზაციამ „Make Love Not Scars», რომელიც თავდასხმების მსხვერპლ ქალებს ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებაში ეხმარება.
ერთ-ერთი გოგონა, 20 წლის რეშმუ კურეშია, წარსულში მოდელი. მას მჟავა შემთხვევით მაზლმა გადაასხა, როდესაც თავის ცოლს დაესხა თავს. მომხდარის შემდეგ, გოგონას ძალიან ეშინოდა, რომ ასეთი რამ კიდევ განმეორდებოდა. შარშან კურეში ნიუ-იორკის მოდის კვირეულში მონაწილეობდა, ახლა კი წიგნს წერს. მისი თქმით, ყოველწლიურად ასობით ასეთი თავდასხმის შესახებ ხდება ცნობილი, თუმცა, სინამდვილეში ასეთი რამ უფრო ხშირად ხდება, ბევრ მსხვერპლს უბრალოდ გარეთ გასვლის ეშინია და მომხდარს არ ახმაურებს.





კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები