საკრებულოში გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში საკრებულოს უმრავლესობის წევრები, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ასევე, თბილისის ათი რაიონის გამგებლები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს და არსებული გამოცდილების საფუძველზე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გარკვეული მიდგომების შემუშავებაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები