23 წლის მასწავლებელმა 2 არასრულწლოვანი ბიჭი გარყვნა
„ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, სკოლის მასწავლებელს შტატ ოჰაიოდან, მედელინ მარქსს, ორი არასრულწლოვანის გარყვნაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, 23 წლის მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ორი წელი მუშაობდა, რომანი ჰქონდა ორ მოსწავლესთან. გამოცემა წერს, რომ მოსწავლეები 16 და 17 წლის ბიჭები არიან.
პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მედელინ მარქსს მოსწავლეებთან სექსუალური კავშირი ჰქონდა და მათთან შეხვედრები აუკრძალეს. თუმცა, მედელინი მოსწავლეებთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფდა. მალევე, ერთ-ერთი ბიჭის ტელეფონში შიშველი მასწავლებლის ფოტოები იპოვეს. პოლიცია ეჭვობს, რომ სექსუალური კავშირი, 17 წლის ბიჭსა და მასწავლებელს შორის, პირველად ივლისში დამყარდა, როდესაც წყვილი ორალური სექსით დაკავდა, ხოლო მეორე, უფრო პატარა მოსწავლესთან, მედელინს სექსი პირველად სექტემბერში ჰქონდა. ეს ყველაფერი სკოლის გარეთ ხდებოდა, გაკვეთილების შემდეგ.
მომხდარზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, 23 წლის მედელინმა დეიტონის უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრა.