მერს უცნობმა მამაკაცმა დანა ჩაარტყა

გერმანიის ქალაქ ალტენას მერს, ანდრეას ჰოლშტაინს, შაურმის ჯიხურთან თავს დაესხნენ. პოლიტიკოსი რიგში იდგა, რა დროსაც მასთან ნასვამი მამაკაცი მივიდა და ჰკითხა, ნამდვილად მერი იყო თუ არა. პასუხის გაგების შემდეგ, მან ჰოლშტაინს ყელში დანა ჩაარტყა, _ იუწყება გერმანული გამოცემა „ველტი“.
ინციდენტის შემდეგ, მერი სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი 57 წლის გერმანიის მოქალაქეა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმის მოტივი მერის პოლიტიკური საქმიანობაა. ცნობილია, რომ ალტენას მერი ლტოლვილების მიმართ განსაკუთრებით ლიბერალურ დამოკიდებულებას იჩენს, რაც არაერთხელ გახდა მისი თანამოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები