რუსეთში მომხდარი ავტოავარიის დროს, 10 მოსწავლე დაშავდა
რუსეთში ავტოავარია მოხდა. მიკრო-ავტობუსი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და შედეგად 10 მოსწავლე, მძღოლი და კიდევ 2 ადამიანი დაშავდა.
მომხდარ ფაქტს სამართალმდაცველები იძიებენ. როგორც მათ აღნიშნეს, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
სამეთვალყურეო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია არასრულწლოვანთა ტრანსპორტირების კანონმდებლობის გადამოწმება.
წინასწარი გამოძიებით, ინციდენტში დამნაშავე მიკრო-ავტობუსის მძღოლია, რომელიც საგზაო მონიშვნას არ დაემორჩილა.
ცნობილია, რომ არც ერთი მოსწავლე სერიოზულად არ დაშავებულა, სასკოლო ავტობუსის მძღოლს კი, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.