სპორტულ მაღაზიას „სანტა კლაუსის მოკვლის“ გამო უჩივიან
სამი შვილის დედამ ლუსი ბლეიქმა ბრიტანული მაღაზიის Sports Direct ფეისბუქ გვერდზე საჩივარი დატოვა, რომელიც დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქალმა მაღაზია მისი შვილისთვის შობის დღესასწაულის წართმევაში დაადანაშაულა.
როგორც ირკვევა, მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მის 8 წლის ბიჭს რატომღაც უთხრა, რომ დიდი ხანია, სანტა კლაუსი მოკვდა. ხოლო როდესაც ბავშვის მამა ეცადა ბიჭის ყურადღება გადაეტანა და უპასუხა, რომ ეს სიმართლე არ იყო, გამყიდველმა კამათი დაიწყო. აღელვებული დედა ყვება, რომ სახლში დაბრუნებულმა ბავშვმა საშინელი სიახლე უმცროს დებს უამბო. გარდა ამისა, დედამ ინტერნეტ-ბრაუზერის ძებნების ისტორიაში იპოვა ფრაზა „მკვდარი სანტა კლაუსი“ რადგან, როგორც ჩანს, შოკირებულ ბავშვს დეტალების გაგება სურდა.
დედა წერს, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ცხოვრებაში სასწაულები ყოველთვის ხდება, „სანტა კლაუსი“ არსებობს და იმედოვნებს, რომ მისი შვილი იმ სულელი ადამიანის ნათქვამს მალე დაივიწყებს. ცნობილი ბრიტანული მაღაზიის გვერდზე, აღელვებული დედის პოსტს უამრავი ადამიანის მოწონება მოჰყვა.