კანადის ხელისუფლება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს კომპენსაციას გადაუხდის

კანადის მთავრობამ გადაწყვიტა ბოდიში მოუხადოს იმ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, არმიიდან და ფედერალური ორგანოებიდან გაათავისუფლეს და მათ, კომპენსაციის სახით, 100 მილიონი კანადური დოლარი გადაუხადოს.
კომპენსაციას რამდენიმე ათასი „ლგბტ“ მოქალაქე მიიღებს, რომლებსაც კანადის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში დღეს მოუხადა.
კანადის მთავრობის წარმომადგენლები კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავენ, რომლის საფუძველზე, პატიმრობა იმ ადამიანების მიმართ გაუქმდება, რომლებიც ერთსქესიანთა ურთიერთობაზე თანახმა არიან.
გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს, დაახლოებით 250 ათასი კანადური დოლარი, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადარიცხოს და უმცირესობაში მყოფ მოქალაქეებს დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები