საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია PABSEC-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

28-30 ნოემბერს, კიევში, რიგით 50-ე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც მიიღებს. დელეგაციას  ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კრიზისის პირობებში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.

როგორც ”კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პლენარული სესიის ფარგლებში, დაგეგმილია PABSEC-ის საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები. საქართველოს მხრიდან, პლენარულ სესიაში მონაწილეობას, ასევე, მიიღებენ დელეგაციის წევრები: ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი.

კიევში მიმდინარე გენერალურ ასამბლეას ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები