რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთში ავიაკატასტროფა მოხდა, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას, 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პილოტი და მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამშაბათს დილით ტამბოვის რეგიონში ვერტმფრენი „Еврокоптер-120“ ჩამოვარდა, შედეგად კი პილოტი და 1 მგზავრი დაიღუპა.
პოლიციას მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივმა მცხოვრებმა 8:20 წუთზე შეატყობინა.
ინციდენტის მიზეზებსა და გარემოებებზე, სამართალდამცველები არ საუბრობენ.