ბაღდადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაიღუპა 17 ადამიანი

ერაყში, ბაღდადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია ქვეყნის ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ხოლო მეორე სამართალდამცველების მიერ იქნა ლიკვიდირებული. ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28 _ დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები