თათარი პედოფილი, სოციალური ქსელის გამოყენებით, 56 ბავშვზე ძალადობდა

თათარმა პედოფილმა, 2 წლის განმავლობაში, სოციალური ქსელის გამოყენებით, 56 ბავშვზე იძალადა. სოციალურ ქსელებში, ის ბიჭის და გოგოს ექაუნთით იყო დარეგისტრირებული, რომლითაც მსხვერპლს ირჩევდა და უცენზურო ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას სთხოვდა.
თათრეთის რესპუბლიკის, ქალაქ ალიმეტევსკის მცხოვრებმა, 2015-2016 წლამდე, სოციალური ქსელის გამოყენებით, 51 გოგონაზე და 5 ბიჭზე იძალადა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფისში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე 14 წლის ბიჭის და 11 წლის გოგონას ექაუნთით სარგებლობდა. ის ბავშვებს გაიცნობდა, მათ ნდობას მოიპოვებდა და უცენზურო ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას სთხოვდა, შემდეგ კი, აშანტაჟებდა და ახალ მოთხოვნებს უყენებდა. ბავშვებს აიძულებდა ახალი ვიდეოები გადაეღოთ, ან შეხვედრაზე დათანხმებოდნენ. მან ავტოფარეხში, 10-დან 13 -წლამდე ასაკის 4 გოგონაზე, სექსუალურად იძალადა.
ერთ-ერთი მსხვერპლის დედამ მომხდარი ფაქტის შესახებ, პოლიციას მას შემდეგ აცნობა, როდესაც დაინახა თავისი შვილი, შიშველ მდგომარეობაში ფოტოს იღებდა.
პედოფილის ბინაში, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით პორნოგრაფიული მასალა აღმოაჩინეს, მამაკაცს ბრალი ედება სექსუალური ხასიათის 96 დანაშაულში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები