ვულკანის გამო, ათიათასობით ტურისტი ბალიდან ვერ ბრუნდება (ფოტო)

ინდონეზიის მთავრობამ ვულკან აგუნგის ამოფრქვევის საფრთხის დონე მაქსიმალურ ზღვრამდე ასწია და 100 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ნგურახ-რაის აეროპორტი ბალიზე ორშაბათის დილიდან დახურულია, რის გამოც ათასობით ტურისტი პოპულარული კურორტიდან ვერ ბრუნდება.
კვამლი და ფერფლი ვულკანის ზემოთ 3400 მეტრზე იფრქვევა, კრატერიდან ცეცხლის ალი ჩანს. როგორც სტიქიური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ვულკანის მასშტაბური ამოფრქვევა გარდაუვალია. საფრთხეს ადამიანებისთვის წარმოადგენს „ცივი ლავაც“-წყლის ნაკადები, რომლებიც ქვებთან და თიხასთანაა არეული და აგუნგას ფერდობებზე ეშვება.
როგორც ის მეცნიერები აცხადებენ, რომლებიც ვულკანს აკვირდებიან, ინდონეზიის ხელისუფლება თვეების განმავლობაში ემზადებოდა სტიქიისთვის და სიტუაცია სრულად კონტროლდება.
უმრავი ტურისტი ვულკანის სიახლოვეს იმყოფება, ისინი ცდილობენ დაინახონ და ფოტოები გადაუღონ ვულკანს. უცხოელები ასევე იმედოვნებენ, რომ ტურისტულ ზონებამდე ვულკანის ამოფრქვევა არ გავრცელდება.
ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა უნდა დატოვოს საშიში ტერიტორია, თუმცა ეს ამ დროისთვის მხოლოდ 40 ათასმა ადამიანმა გააკეთა.
სპეციალური სამსახურები და ვოლონტიორები მოქალაქეებს მტვრისგან და ფერფლისგან დამცავ ნიღბებს ურიგებენ.
ინდონეზია წყნარი ოკეანის ვულკანური რგოლის ფარგლებში იმყოფება, რომელშიც დედამიწის ვულკანების უმრავლესობაა განთავსებული. ამ რგოლშია სწორედ მომხდარი მსოფლიოს მიწისძვრების 90% და ამ ტერიტორიაზეა 130 აქტიური ვულკანი.
ვულკანი აგუნგი ბოლოს 1963 წელს ამოიფრქვა, რამაც 1000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები