17 წლის გოგონას სკოლის აფეთქების მცდელობისთვის 8 წელი მიუსაჯეს

კოპენჰაგენის სასამართლომ, ტერორიზმის მცდელობისთის 17 წლის გოგონას, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანიელი არასრულწლოვანი, ტერორისტული შეტევისთვის ემზადებოდა, მას 2 სკოლის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი.
ცნობილია რომ 2015 წელს გოგონამ ისლამი მიიღო.
2017 წლის მაისში დანიის ქალაქ ჰოლბეკის რაიონულმა სასამართლომ, გოგონას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გოგონას დანაშაულის დასკვნითი ნაწილი შეაფასა და თვისუფლების აღკვეთა, დამატებით 2 წლით გაუხანგრძლივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები