პედოფილს, რომელმაც 11 წლის ბიჭი მოკლა, სიკვდილით დასჯა ემუქრება

არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში სიკვდილით დასჯა ელის მამაკაცს, რომელმაც რუსეთის 11 წლის მოქალაქე გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. აბუ-დაბის სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი პაკისტანელ პედოფილს, რომელმაც მეხუთე კლასელი ბიჭი გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. როგორც მან განაცხადა, მკვლელობა დის ბედნიერების გამო ჩაიდინა, _  მკვლელის და, ბავშვის დედინაცვალი იყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, მკვლელს ჯერ დაღუპულის ოჯახისთვის 54 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს.
როგორც ირკვევა, 11 წლის ბიჭი 2017 წლის მაისში დაიკარგა. მოგვიანებით, მისი სხეული სექსუალური ძალადობის და თოკით მოხრჩობის კვალით, იმ სახლის სახურავზე იპოვეს, სადაც ის ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები