გეი-კლუბის საცეკვაო მოედანი ჩაინგრა, დაშავდა 22 ადამიანი

22 ადამიანი დაშავდა კუნძულ ტენერიფეზე მდებარე გეი-კლუბის საცეკვაო მოედნის ჩანგრევის შედეგად. კლუბის სტუმრები 4 მეტრის სიღრმის სარდაფში ჩაცვივდნენ. დაშავებულთაგან რამდენიმე ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის, სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დაშავებულებს შორის საფრანგეთის, ბელგიის და რუმინეთის მოქალაქეებიც არიან. საგანგებო სამსახურები მომხდარიდან მალევე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა ევაკუაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა.
გეი-კლუბი Butterfly Disco Pub კურორტ “პლაი-დე-ლას-ამერიკასში” მდებარეობს, სადაც უამრავი მაღაზია, კაფე და ღამის კლუბი მდებარეობს. სოციალურ ქსელებში მომხდარის ადგილიდან ვიდეოკადრები და ფოტოები გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები