იაპონიის სანაპიროზე გვამებით სავსე ნავი გამოირიყა

იაპონიის სანაპიროზე ნავი აღმოაჩინეს, რომელშიც 8 გარდაცვლილი ადამიანის სხეული იყო, სავარაუდოდ, ყველა მათგანი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეა.
ხის ნავი სანაპიროსთან ახლოს, 2 დღის წინ შენიშნეს, თუმცა, უამინდობის გამო, მასთან მიახლოება შეუძლებელი იყო. იაპონიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, რამდენიმე ადამიანის გვამი უკვე გახრწნილია.
ამ დროისთვის სამართლდამცველები დამატებით ინფორმაციასა და გარდაცვლილების ვინაობას არ ავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები