კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევა დაფიქსირდა, ამოფრქვევის შედეგად, საფრთხე გაიზარდა და ევაკუაციის ზონა გაფართოვდა. ვულკანიდან 6 კილომეტრის რადიუსში, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 100 000 ადამიანის ევაკუაცია უნდა მოხდეს, თუმცა ამ დრომდე ტერიტორია, დაახლოებით 40 000-მა ადამიანმა დატოვა.
ინდონეზიის ხელისუფლებამ, საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა.
„მუქი კვამლი და ცეცხლის კერები, 3400 მეტრის სიმაღლიდან იფრქვევა“ განაცხადეს კუნძულის წარმომადგენლებმა.
ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, კლდისა და ნამსხვრევების ნაკადებს, რომელიც მთიდან იფრქვევა, თავი მოარიდონ.
„ხანძრის კერები, სულ უფრო მეტად ზრდის ამოფრქვევის საფრთხეს“, აღნიშნა ინდონეზიის ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარ „Facebook” გვერდზე.
ადელაიდის უნივერსიტეტის ლექტორმა, გეოლოგმა მარკ ტინგიმ, განაცხადა, რომ ხელისფულება საკმაოდ მომზადებულია და იცის, ვულკანს როგორ გაუმკლავდეს.
მთავარი ტურისტული ცენტრი, ვულკანიდან 43 კილომეტრში მდებარეობს. ამჯერად კუნძულზე აეროპორტი დაკეტილია. უკანასკნელად, აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა. მაშინ სტიქიას 1 500 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები