რუსეთმა სირია დაბომბა – დაიღუპა 53 მოქალაქე, მათ შორის 21 ბავშვია

აღმოსავლეთ სირიის სოფელ ალ-შაფაში, რუსეთმა საჰაერო დაბომბვა განახორციელა, შედეგად 53 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 21 ბავშვია, ამის შესახებ ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს.
6 ბომბდამშენი, სირიის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს, ტერორისტების მიმართ განახორციელებს. ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა.
მომავალ კვირას ჟენევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება, რომელიც უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა.
მონიტორინიგის ჯგუფის განცხადებით, სირიაში 120 ადამიანი, გასული 1 კვირის განმავლობაში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები