ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები; ნაგებობის მდგრადობის შესანარჩუნებლად ეწყობა ხიმინჯები, რომლის გარშემო კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის სარტყელი; მთლიანად იცვლება და მონტაჟდება ახალი ელექტროსისტემა, ელექტროგადამცემი ხაზი, კაშხლის ფარები, ელექტროძრავები, მართვის კარადები, ტრანსფორმატორი და სხვა ძველი მოწყობილობები იცვლება ახლით; ასევე, სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის გენერატორი; წყლის კალაპოტის ფორმირებისთვის ობიექტზე მიმდინარეობს წყალარინების სამუშაოები.
ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის გამართვით, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ხონის 8 000, სამტრედიის 6 000 და მარტვილის მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარზე, რაც საერთო ჯამში 14 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესება 21 სოფელს მოიცავს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები