ადვოკატი: “ლეო გრანდის” ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ გაურბის და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს

სასტუმრო ,, ლეოგრანდის” ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ გაურბის და გამოძიებასთან ინტენსიურად თანამშრომლობს, – ამის შესახებ სასტუმროს მეპატრონის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაცია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

წერეთლის ინფორმაციითვე , ადმინისტრაცია ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, ფინანსურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდნენ,- განაცხადა წერეთელმა.

,,სასტუმროს ადმინისტრაცია არ გაურბის  პასუხისმგებლობას . მიმდინარეობს  თანამშრომლობა გამოძიებასთან და ყველა ის დოკუმენტი რაც საჭიროა მიწოდებულია. კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. კომპანია ასევე გამოთქვამს მზადყოფნას,  ფინანსურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვინც მომხდარის შედეგად დაშავდა”,- აღნიშნა კახა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ ლეო გრანდში” გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები