ეგვიპტეში გლოვა გამოცხადდა

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ალ სისიმ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 235 ადამიანი, 130-მდე კი დაშავდა. თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

მეჩეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა ოთხი მანქანიდან მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ესროდნენ.

ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ყველა საავადმყოფო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

ბოლო ინფორმაციით, 15 ტერორისტი ლიკვიდირებულია.

თავდასხმაზე პასუხისმგბელობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები