კიევის თითქმის ყველა მეტროსადგურში სამართალდამცავები ნაღმს ეძებენ
კიევში, სამართალდამცავები თითქმის ყველა მეტროპოლიტენის მეტრო სადგურში ნაღმს ეძებს და უსაფრთხოების მიზნით ამოწმებენ. უცხოური მედიის ცნობით, ამის მიზეზი დანაღმვის თაობაზე ცხელ ხაზზე შესული ანონიმური ზარი გახდა.
ანონიმური ზარის მიუხედავად ყველა მეტრო სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, გარდა „სირეც“-ის სადგურისა, სადაც ხალხის ევაკუაცია მოხდა.
აეროპორტ „ვინიცა“, „ოდესა“ ,„დნეპრსა“ და ასევე „კიევში“ ასაფეთქებელი არ აღმოჩენილა. ამ მომენტისთვის სამართალდამცავები ამოწმებენ აეროპორტ „ბორისპოლსა“ და „ივანო-ფრანკოვსკის“.