ლონდონის ცენტრში სროლებია-პოლიციამ მეტროს შესასვლელი გადაკეტა (ვიდეო)
ლონდონის ცენტრში ორმხრივი სროლაა. როგორც ცნობილია, პოლიციამ მეტრო სადგურ “Oxford Circus-ის” ყველა შესასვლელი გადაკეტა.
პოლიციის ინფორმაციით ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის გარდა უმნიშვნელოდ დაშავებული ქალისა, ასევე ეჭვმიტანილებზეც არ არის ინფორმაცია. ამასთანავე პოლიციის გარდა სადგურზე სახანძრო და სასწრაფო არის მობილიზებული. ინფორმაცია ტერაქტზე არ დასტურდება, მაგრამ შეშენიბული ხალხი მაინც ცდილობს დააღწიოს თავი მეტრო სადგურს.

