ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა გაიზარდა
ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ სხვადასხვა მედია საშუალება იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 200-ს გადასცდა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 130-ს აჭარბებს.
აფეთქება სინაის ნახევარკუნძულზე, მეჩეთში იმ დროს მოხდა, როდესაც იქ პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები პოლიციელების ფორმაში იყვნენ ჩაცმული და რამდენიმე მანქანით გადაადგილდებოდნენ. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ტერორისტები იმ სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ესროდნენ, რომლებსაც დაჭრილები გადაყავდათ.
ეგვიპტის პოლიციამ ახლომდებარე ტერიტორია ალყაში მოახდინა და მიმდინარეობს მსროლელის სამძებრო ღონისძიებები.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ სამხედროებს და პოლიციას სინაის რელიგიური დაწესებულებების გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანა დაავალა.