3 წლის ბავშვის ჩანთაში მარიხუანა აღმოაჩინეს
იტალიის ქალაქ ბარში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, 3 წლის გოგონას ჩანთაში, მასწავლებელმა მარიხუანა აღმოაჩინა. მომხდარი ფაქტის შესახებ მან პოლიციას განუცხადა.
სამართალმდაცველებმა გოგონას საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს, სახლში დაახლოებით 2 გრამი ნარკოტიკული საშუალებაა ნაპოვნი, რომელიც გოგონას მამას ეკუთვნის.
პოლიციამ, უკანონო ნივთიერების შენახვისთვის, 31 წლის ნიგერიელ მამაკაცს ბრალი წაუყენა.