ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქებისას გარდაცვლილთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა (ვიდეო,ფოტო+18)

ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების და ტერორისტული თავდასხმის დროს 184 ადამიანია მოკლული, ხოლო 120 დაჭრილი. აფეთქება სინაის ნახევარკუნძულზე, მეჩეთში იმ დროს მოხდა, როდესაც იქ პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები პოლიციელების ფორმაში იყვნენ ჩაცმული და რამდენიმე მანქანით გადაადგილდებოდნენ. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ტერორისტები იმ სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ესროდნენ, რომლებსაც დაჭრილები გადაყავდათ.
ეგვიპტის პოლიციამ ახლომდებარე ტერიტორია ალყაში მოახდინა და მიმდინარეობს მსროლელის სამძებრო ღონისძიებები.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ სამხედროებს და პოლიციას სინაის რელიგიური დაწესებულებების გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანა დაავალა.
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები