რუსეთის დუმაში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ
რუსი სამართალდამცველები ამოწმებენ ინფორმაციას სახელმწიფო დუმაში ასაფეთქებელი საშუალებების არსებობის თაობაზე.
უმაღლესი სათათბირო ორგანოს შენობის მოსალოდნელი აფეთქების შესახებ, ანონიმური ზარი რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, ამ დროისთვის, შემოწმება დუმაში მყოფი მოქალაქეების ევაკუირების გარეშე ხდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები.