თურქეთში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციები დაიწყო

თურქმა სამართალდამცველებმა ფართო მასშტაბიანი დაკავების სერია დაიწყეს. ხელისუფლებამ 216 ადამიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა.
ამ დროისთვის დაკავებულია ფინანსთა სამინისტროს 17 თანამშრომელი, 65 კი, ძებნაშია. მათ ბრალად ფეთჰულა გიულენთან კავშირი ედებათ, რომელიც გასულ წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო იძებნება.
უსაფრთხოების თანამშრომლებმა, დაკავების სპეცოპერაციები 40-მდე რეგიონში განახორციელეს.
თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფართო მასშტაბიანი სპეცოპერაცია აუცილებელია, რადგან სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას, გასულ წელს, თურქეთის ხელისუფლებამ 50,000 ადამიანი დააკავა, 150 000 კი, სამსახურებიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები