სირიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვისა და „გადარჩენისთვის“ ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის.
ორი სახელმწიფოს მეთაური ერთმანეთს სოჭში შეხვდა. მათ სირიაში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ტერორისტებთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი განიხილეს. სირიის პრეზიდენტმა, კონფლიქტის მოგვარებაში დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიისთვის, მზადყოფნა გამოთქვა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გასულ თვეს, სირიის ხელისუფლება და ოპოზიციური ჯგუფები, ერთმანეთს ყაზახეთში შეხვდნენ და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები