საად ჰარირი ბეირუთში ჩავიდა

ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი, ბეირუთში დაბრუნდა. აეროპორტში მას, უსაფრთხოების თანამშრომლები დახვდნენ.
მისი მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ და სამშვიდობო აქცია გამართეს.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, 2 კვირის წინ მიიღო. იგი უარყოფს ყველა ბრალდებას, თითქოს საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა, აიძულეს ლიბანი დაეტოვებინა.
ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი, ჰარირის თანამდებობიდან გადადგომას არ ადასტურებდა და აცხადებდა, რომ პრემიერი ერ-რიადის ტყვეობაში იყო და გადაწყვეტილებაც მათი ზემოქმედებით მიიღო.
საად ჰარირის განცხადებით, ერ-რიადში ვიზიტის მთავარი მიზანი, ლიბანის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა და საუდის არაბეთთან ურთიერთობის დარეგულირება იყო.
ჰარირი ლიბანისა და საუდის არაბეთის ორმაგი მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები