სპეცოპერაციის ადგილზე შსს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნები მივიდნენ (ვიდეო)

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალჩინოსნები მივიდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შს სამინისტროს ქალაქის სამმართველოს უფროსი შალვა ბედოიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დააკავა, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია. სუს-ის წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები