ლაშა ნაცვლიშვილი: კოორდინატებიც მიუწერე ბარემ, ზუსტად რომ ამოიღონ მიზანში ტერორისტებმა

მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ განცხადებას აკეთებს:

„ერორ, უფრო კრუპნად და ხანგრძლივად მიეცი „გარაჟის“ უკან დისლოცირებული ჩვენი სპეცრაზმელების კადრი, გეოლოკაციური კოორდინატებიც მიუწერე ბარემ (ხარჯი ხარჯია), ზუსტად რომ ამოიღონ მიზანში ტერორისტებმა“,- წერს ნაცვლიშვილი.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 17 საათია, მიმდინარეობს. დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი. მოსახლეობის ნაწილმა, საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით, ტერიტორია უკვე დატოვა. სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები