“ან ეს მარაზმატული რეპორტაჟები შეწყვიტეთ სპეცოპერაციის ადგილიდან, ან პროვაიდერებმა გათიშეთ პირდაპირი ეთერები“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ტელევიზიებს მიმართავს და მოუწოდებს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გაშუქება შეწყვიტონ.

„ტელევიზიებს: ან ეს მარაზმატული რეპორტაჟები შეწყვიტეთ სპეცოპერაციის ადგილიდან, ან პროვაიდერებმა გათიშეთ პირდაპირი ეთერები!!!! ეს გგონიათ თქვენ ჟურნალისტიკა????“, – წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 16 საათზე მეტია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ტერორისტებთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები