მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრება. სხდომის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებთან, პრემიერს და მინისტრებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ, კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 16 საათზე მეტია მიმდინარეობს.
ადგილზე ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცველების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები