BBC :პიცის ქართული ბიძაშვილი, რომელიც დამოკიდებულებას აჩენს?

მსოფლიო მედია აჭარულიხაჭაპურის შესახებ კიდევ ერთხელ წერს. “ხაჭაპური – გემრიელი, მიმზიდველი, ყველითსავსეპური. ბევრმცხობელსსჯერა, რომამკერძსმხოლოდბედნიერიადამიანებიქმნიან.”- ნათქვამიაBBC -ს სტატიაში.

სტატიისავტორიამბობს, აჭარულიხაჭაპურიქართველმეგობრებთანერთადრიკოთისუღელტეხილზემდებარე რესტორანშიდააგემოვნა. ჟურნალისტისტატიაშიხაჭაპურისდამზადებისდეტალებს აღწერს.

„ხაჭაპური – გემრიელი, მიმზიდველი, ყველითსავსეპურისაქართველოს განუყოფელი ნაწილია. ქვეყანაში, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთსა და თურქეთს ესაზღვრება, ეს ღვეზელი მხოლოდ საკურთხისთვისარ მზადდება.
„ცომს არ უნდა შეეხოთ, თუ უგუნებოდ, მოწყენილი ან გულგატეხილი ხართ, ასევე, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული გლოვის დროს; მოერიდეთ მას“, – ამბობს ჩემი მეგობარი და ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის მკვიდრი მაკო ქავთარაძე, რომელიც ქართული სუნელების კომპანიის „SpyRecipe“ აღმასრულებელი დირექტორია. „ხაჭაპურს დაეტყობა, თუ მისი გაკეთებისას კარგ განწყობაზე არ იყავით.“
რძის პროდუქტებითა და ნახშირწყლებით სავსე,,ბომბებს“ რიკოთის უღელტეხილზე, გზის განაპირას არსებულ რესტორანში შევექცევით – სურამთან, უძველეს ებრაულ დასახლებასთან ახლოს. ხაჭაპურის ეს სახეობა აქვე, ახლოს მდებარე იმერეთის რეგიონიდანაა“,- წერს სტატიის ავტორი.
იგი აღნიშნავს, რომ ეჭვი ეპარებოდა ქართველი მეგობრის მიერ მონათხრობი ვერსიის სისწორეში,რომ განწყობა და ხაჭაპურის ხარისხი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
„სამზარეულოს უკანა ნაწილში სკამზე ზის პუტკუნა ქალი, რომელსაც გვერდით უწყვიაახალმოზელილი ცომი და სულგუნის ბურთულები. მან გაგვიღიმა ორ უცხო ადამიანს, რომლებსაც, წესით, სამზარეულოში შესვლის უფლება არ გვქონდა. თუ ხაჭაპურს ბედნიერი ადამიანი აცხობს, ის კლიენტებსაც ახარებს. ხაჭაპური ძალიან კარგი საჭმელია მძიმე განწყობის გასაქარვებლად.
საქართველოში ხაჭაპური ყოველიფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ. კუთხის საცხობებით დაწყებული და მაღალი დონის რესტორნებით დამთავრებული, მას ყველგან გთავაზობენ. ზოგიერთი ხაჭაპური პიცას მოგვაგონებს. უახლესი კვლევის თანახმად, ქართველთა 88%-ს მაინც ხაჭაპური ურჩევნია პიცას, რომელიც იმდენად პოპულარულია, რომ ეკონომისტებმა ახალი ტერმინი, Economist-ის მიერ შექმნილი ბიგმაკის ინდექსის ანალოგი – ხაჭაპურის ინდექსიც შეიმუშავეს. ამ კავკასიურ შემთხვევაში, ქართველი ეკონომისტები ინფლაციის დონეს იმითაც განსაზღვრავენ, თუ რა თანხაა საჭირო ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტების – ფქვილის, ყველის, კარაქის, კვერცხის, რძისა და საფუარის წარმოებისა და შეძენისთვის“,- ნათქვამია სტატიაში.
BBC-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქართული სამზარეულოსათვის ხაჭაპურის უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, საკვების მკვლევარები და ისტორიკოსები მის წარმოშობაზე ვერ თანხმდებიან.
„მაგალითად, დალი ცანავა, ავტორი, რომელიც კერძების შესახებ წერს და საქართველოს კულინარიული აკადემიის ყოფილი პროფესორია, აცხადებს, რომ ხაჭაპური პიცის ბიძაშვილი შეიძლება იყოს. „რომაული ჯარები შავი ზღვის ტერიტორიიდან შემოვიდნენ და შესაძლოა მათ შემოიტანეს პიცის მსგავსი კერძის რეცეპტი,“ – თქვა მან თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ყოფნისას. „მეთექვსმეტე საუკუნემდე ევროპაში პომიდვრის კულტურა არ არსებობდა, ამიტომ მხოლოდ პურისა და ყველის გამოცხობა იყო შესაძლებელი, რაც ხაჭაპურის რეცეპტისგან ძალიან შორს არ არის.“
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს ხაჭაპურის თავისი რეცეპტი აქვს. მისი სახელი, სიტყვა-სიტყვით „ხაჭოს პურს“ ნიშნავს, რადგან მისი დამზადებისას გამოყენებული ჭყინტი ყველი ხაჭოსმაგვარი კონსისტენციისა. პირველ რიგში, ხაჭაპურის ყველაზე პოპულარული სახეობა – იმერული (ქვეყნის რეგიონის, იმერეთის აღსანიშნავად) გავსინჯე, რომელიც, ერთი შეხედვით,პიცა ,,ბიანკას“ მოგაგონებთ. იმ ერთ კვირაში, რომელიც ქვეყანაში გავატარე, თბილისისერთ-ერთრესტორანში- „არიფანაში“ კუბდარისგასინჯვაც შევძელი – ეს ხაჭაპურის ხორციანი სახეობაა სვანეთის რეგიონიდან; ვისიამოვნე მეგრული ხაჭაპურითაც, სამეგრელოდან. ეს სახეობა სავსეა ყველით (იმერულის მსგავსად) და ზემოდანაც ყველი აყრია. გადავსანსლე ისპანახითა და კარტოფილის პიურეთი მომზადებული, ხაბიძგინად წოდებული ღვეზელიც. ეს გამოცდილება უგემრიელეს თავგადასავლად იქცა, რომელშიც მთავარ როლს, სავარაუდოდ, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ქართველების მიერ გამომცხვარი პური და ყველი ასრულებდა.
ცანავამაცგაიმეორა ქავთარაძის ნათქვამი: „ზუსტად მიხვდები მცხობელის განწყობას – ხაჭაპური ემოციების სარკეს ჰგავს.“
თუმცა, თითქმის ყველა, ვისაც კი ვესაუბრე, ამბობს, რომ მხოლოდ ბედნიერება უმაღლესი ხარისხის ხაჭაპურის გამოსაცხობად საკმარისი არ არის. თბილისში, ხალხით სავსე რუსთაველის პროსპექტზე სეირნობისას, ქავთარაძემ გამომიცხადა: „ხაჭაპურს უნდა ელაპარაკო.“ მე გაოცებულმა შევხედე. „მაგალითად, ცომის მოზელვისას, მასთან ვერბალური კონტაქტიც უნდა დაამყარო, ისე უნდა მიმართო, თითქოს ის შენი შვილია“-, წერს ჟურნალისტი.
მან აჭარული ხაჭაპური თბილისის ცენტრში მდებარე სახაჭაპურეN1 -ში თავადაც გამოაცხო.
„ამ ცომეულის ნავისებური ფორმა ყველისთვის განკუთვნილი ჭურჭლის როლს ასრულებს, რაც არ არის შემთხვევითი. აჭარა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, სწორედ ამიტომ აქვს აქაურ ხაჭაპურს ნავის ფორმა, კვერცხი მზის როლს ასრულებს, ხოლო ყველი – ზღვაა. ამ რეგიონის მცხოვრებლები შესანიშნავი გემთმშენებლები არიან.
დავიწყე ცომის გასწორება და გამახსენდა, რომ მასთან ისე უნდა მელაპარაკა, როგორც ბავშვთან. „რა კარგი ცომი ხარ,“ – ვთქვი მე. მოწონების ნიშნად, სამზარეულოში მყოფმა პირებმა თავი დამიქნიეს. „ვინ არის კარგი ცომი? სწორია, შენ ხარ!“ -ვუთხარი მას. საბოლოოდ ცომს ოვალური ფორმა მივეცი და ორივე მხრიდან გავაბრტყელე. მზარეული სწორი ფორმის მიცემაში დამეხმარა.
პიცისათვის განკუთვნილი გრძელი ნიჩბით ხაჭაპურს ღუმელში ვათავსებ. მზარეულმა ხუთი თითი მაჩვენა, რაც ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო წუთების რაოდენობას აღნიშნავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ზედმეტ ცომს ნაწილობრივ გამომცხვარ, ნავისებურ ხაჭაპურში ვაბრუნებთ და ამგვარად მისი კიდეების ირგვლივ შიდა რკალს ვაკეთებთ. ყველი დავამატეთ და დავრწმუნდით, რომ ის ლამის გადმოდიოდა. რამდენიმე წუთით ღუმელში დავაბრუნეთ და შემდეგ მხოლოდ უმი კვერცხი, კარაქის უზარმაზარი ნაჭერი დავამატეთ, მოვურიეთ და დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი უგემრიელესი ღვეზელის ჭამას შევუდექით.
ხაჭაპურის ჭამა კიდიდან დავიწყე – ხრაშუნა ნაჭერი კვერცხიან, კარაქიან, საოცრად წელვად ყველში ჩავაწე და მოვკბიჩე.
მზარეულს შევხედე და ვუთხარი: „ალბათ, ძალიან ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით“, – წერს სტატიის დასასრულს BBC-ს ჟურნალისტი.
http://www.bbc.com/travel/story/20171120-georgias-addictive-cousin-to-pizza

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები