ზიმბაბვეს პრეზიდენტი გადადგა

ზიმბაბვეს პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.’

სპიკერის თქმით, მან მუგაბესგან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ის თანამდებობას ტოვებს და გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუგაბე თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა და ამის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, თუმცა სიტყვის გამოსვლის დროს მან მშვიდობაზე ილაპარაკა და მოსახლეობას “ტკბილი ძილი” უსურვა.

15 ნოემბერს ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს. მათ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს.

16 ნოემბერს დაპატიმრებული პრეზიდენტი მუგაბე სამხედროებს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რობერტ მუგაბე გადადგომას არ აპირებს.

ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები