კომპანია “Google” „რუსული პროპაგანდის“ გაფილტვრას აპირებს

კომპანია “Google” აპირებს, „Russia Today Tv” და სააგენტო “Sputnik”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინტერნეტმომხმარებლისთვის, მიუწვდომელი გახადოს.
Google-ის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი ამბების დაფარვა “რუსული პროპაგანდისა” და “დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ” არის მიმართული.
„Google“- ის გადაწყვეტილებას, რუსეთის დუმის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ რუსული მედიის ფილტრაცია, ინფორმაციული ომის ღია ფორმაა. თუ კომპანია თავის გეგმებს განახორციელებს, რუსული მედიისთვის ძლიერი დარტყმა იქნება.
ასევე, მედიის სატელიტური კავშირები „Google News“-იდან პრაქტიკულად გაქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები