მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გადაარჩინეს (ვიდეო)
ჩილეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან, ქალბატონი გადმოვარდა, მისი გადარჩენა კი ჰაიტელმა ემიგრანტმა მოახერხა. ინციდენტის შემდეგ, ორივე მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სააგენტო „Daily Mail” ვიდეო კადრებს ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორ ვარდება საშუალო ასაკის ქალბატონი, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან.
ჰაიტელი ემიგრანტი, რომელმაც ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიკრო ავტობუსით მგზავრობისას, შენიშნა ქალბატონი, რომელიც მე-9 სართულის აივანზე იყო ჩამოკიდებული და გადარჩენისთვის იბრძოდა.
ადგილობრივმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ორივე დაზარალებულს, საკუთარი სახსრებით უმკურნალებს.