რეზო კიკნაძის ლექცია “ოტოფთალმია: ხილვადი და სმენადი”

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გამოფენის “ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე” ფარგლებში,  რეზო კიკნაძის ლექცია “ოტოფთალმია: ხილვადი და სმენადი” გაიმართება. ლექცია 24 ნოემბერს, 18:30 საათზე შედგება.

ლექცია  ბრიუსელში 1958 წელს გამართულ მსოფლიო გამოფენას შეეხება, სადაც PHILIPS კონცერნმა ლე კორბიუზიეს პავილიონის არქიტექტურული დიზაინი შეუკვეთა. კორბიუზიემ, იანის ქსენაკისთან და ედგარ ვარეზთან ერთად, შექმნა მეორე მსოფლიო ომის შოკიდან ჯერ კიდევ ვერგამოსული ევროპის ესთეტიკური და ემოციური სახე – მულტიმედიური Gesamtkunstwerk.

ლექციაზე ნაჩვენები იქნება ამ წარმოდგენის ამსტერდამში აღდგენილი ვერსია და განხილული იქნება ხელოვნებათშორისი მედიუმი სმენადსა და ხილვადს შორის.

ლექციის ბოლოს მცირე კონცერტი რეზო კიკნაძის კომპოზიციებითა და იმპროვიზაციით გაიმართება. ლექციაზე  დასწრება თავისუფალია.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირზე 11 ნომერში მდებარეობს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები