ლონდონში, 4 -სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა – არის მსხვერპლი

ლონდონში მდებარე 4 -სართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 60-მდე მეხანძრე მონაწილეობდა.
როგორც ლონდონის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, მათ მისვლამდე შენობა 20- ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, თუმცა, ერთი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საცხოვრებელ კორპუსს, ცეცხლი 3 საათის განმავლობაში ეკიდა, დაზიანებულია შენობის სამი სართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები