თემქაზე ავარიისას დაშავებული მოსწავლე გოგონა გარდაიცვალა

თემქაზე მომხდარი ავარიის დროს, დაშავებული სამი ადამიანიდან, ერთი, მოსწავლე გოგონა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
აღნიშნული ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ავარია დღეს დილით ე.წ. არაშენდას ტერიტორიაზე მოხდა. საპირისპიროდ მიმავალი „მიცუბიშისა“ და „მერსედესის“ მარკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. ძლიერი შეჯახების შედეგად, „მიცუბიშის“ ტიპის ავტომობილი ამოტრიალდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები