ნოჯიხევში მონადირეებმა მგელი მოკლეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მონადირეებმა მგელი მოკლეს. მათი თქმით, მგელი თავს წვრილფეხა საქონელს დაესხა.
იმ ადგილიდან, სადაც მგელი მოკლეს, დაახლოებით 200-300 მეტრში ცენტრალური ავტომაგისტრალია. მიმდებარე ტერიტორიაზე კი რამდენიმე ოჯახია დასახლებული.
მონადირეები მგლებზე ნადირობისთვის არასაკმარისად გაცემულ ლიცენზიებზე საუბრობენ და შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ ლიცენზია ათ მგელსა და ოც ტურაზეა გაცემული. მონადირებული მგლების რაოდენობა კი ორს არ აჭარბებს, აქედან გამომდინარე ისინი დამატებითი ლიცენზიის საჭიროებას გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები