დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკური მიმართულებითაც ყალიბდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოსთვის Javelin-ის სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას ასახავს და იმ მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გამომხატველია, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვისუნარიანობის და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით ჩამოყალიბდა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეიარაღება მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამოიყენება.
“ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეიარაღება არის მხოლოდ თავდაცვის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და არც მისი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით არ შეიძლება იყოს გამოყენებული შეტევითი მიზნებისთვის. მისასალმებელია, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის – საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა ყალიბდება სამხედრო-ტექნიკური მიმართულებითაც”, -აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო აშშ-ისგან მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები