“ახლა მითხრეს, რომ თურმე ახალი შენობის აშენება აქვთ დაგეგმილი” – ზურაბ ჯაფარიძე საზმაუზე

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაზე რას ვფიქრობ, აღარ გავიმეორებ. ახლა მითხრეს, რომ თურმე ახალი შენობის აშენება აქვთ დაგეგმილი. იქვე, სადაც ახლაა, ქალაქის ცენტრში, ანუ რამდენიმე მილიონი გადასახადის გადამხდელების ფული უნდა დაიხარჯოს ცენტრში ტელევიზიის შენობის მშენებლობისთვის, რომელსაც არავინ უყურებს. ის ადგილი არის ერთ-ერთი საუკეთესო კომერციული თვალსაზრისით. აუქციონზე რომ გაიტანო, ალბათ, ყიდვის მსურველების წყვეტა იქნება. მილიონი რამის გაკეთებაა იქ შესაძლებელი, რაც ეკონომიკურად გამართლებული იქნება, ანუ ფულს კი არ მოითხოვს, არამედ ფულს დაწერს და ხალხს დაასაქმებს. და ვინმეს სჯერა, რომ ქართული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რამე მნიშვნელობა აქვს, საიდან იმაუწყებლებს, გმირთა მოედნიდან თუ რომელიმე სხვა ქალაქიდან? ამის დათვლას ჰარვარდის დამთავრება სჭირდება? გილოცავთ ტელევიზიის მსოფლიო დღეს!” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები