ADB-ის ორგანიზებით საქართველოსა და ტაჯიკეთში საბანკო სტაჟირების პროგრამა დაიწყო

აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში (TFP)  თიბისი ბანკის,  სითი ბანკისა და  ბანკ ესხატას (ტაჯიკეთი) მონაწილეობით, პირველად საბანკო სტაჟირების პროგრამა ჩატარდა.

პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა ვაჭრობის ფინანსირების სფეროში არსებული გამოცდილება და ბიზნესპროცედურები ბანკ ესხატას გაუზიარა, რომელიც  ამ მიმართულებით საკუთარი საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს. ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება  ბანკ ესხატას  ტაჯიკეტში სითი ბანკის წარმომადგენლებაც გაუზიარეს.

აზიის განვითარების ბანკის საბანკო სტაჟირების პროგრამის მიზანს, აზიის განვითარებად ქვეყნებში ვაჭრობის ხელშეწყობა და მჭიდრო რეგიონალური ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

აზიის განვითარების ბანკი (ADB), რომლის სათაო ოფისი მანილაში მდებარეობს, მიზნად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის საშუალებით, აზიასა და  ოკეანეთის რეგიონში, სიღარიბის დაძლევას ისახავს.

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში, 2011 წლიდან დღემდე ვაჭრობის სფეროში  115.9 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო და 66 ტრანზაქცია  განხორციელდა, რომლის 36% მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას მოხმარდა.

ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარებად ქვეყნებში 2009 წლიდან დაფინანსდა 9,200-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი, რისთვისაც  26 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო და 14,000 ტრანზაქცია განხორციელდა.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები