ვახტანგ ხმალაძე: ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა კი არ უნდა მოიპოვოს “დღიური ნორმა”, არამედ უნდა იმკურნალოს

“დღეს რა ვითარებაა არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნარკოდამოკიდებულება დაავადებაა, რომელსაც შველა, მკურნალობა სჭირდება და არა ციხეში ჩასმა. სახელმწიფომ უნდა შეძლოს და დაეხმაროს ამ ადამიანებს განკურნებაში”, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნარკოპოლიტიკის შეცვლის შესახებ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნარკოტიკების დამზადება-გასაღება მკაცრად უნდა ისჯებოდეს.
“რაც შეეხება ნარკოტიკების დამზადება-გასაღებას მიმაჩნია, რომ ეს მძიმე დანაშაულია და მკაცრად უნდა ისჯებოდეს. ნარკოდამოკიდებულისთვის განკუთვნილი დღიური ნორმის გასაღებაც კვლავ დანაშაული იქნება. სახელმწიფოს მიზანია, მკურნალობისკენ უბიძგოს ამ ადამიანებს. პირი, რომელიც დღიურ ნორმას ვერ გაყიდის და სხვა პირიც ვერ შეძლებს ამ გზით ნარკოტიკის შეძენას, იძულებული იქნება იმკურნალოს.
ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა კი არ უნდა მოიპოვოს დღიური ნორმა, არამედ უნდა წავიდეს და იმკურნალოს”, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები