თბილისში, ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი 350 ადამიანი მოიწამლა და 82 გარდაიცვალა

თბილისში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, CO-თი 350 ადამიანი მოიწამლა და 82 გარდაიცვალა, – ამის შესახებ კომპანია ”ყაზტრანსგაზ – თბილისის” მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს 125 ადამიანია მოწამლული და 29 გარდაცვლილი.
“პრევენციის მიზნით, კომპანიამ დაიწყო კამპანია “მეტი უსაფრთხოებისთვის”. ჩვენი თანამშროლები წელიწადში ერთხელ ვალდებულებულნი არიან ყველა ჩვენ აბონენტთან მივიდნენ და შეამოწმონ, თუ როგორ მიმდინარეობს გაზის დანადგარების ექსპლუატაცია, მისცენ შესაბამისი მითითება, ჩახსნან არასწორად დამონტაჟებული დანადგარები. ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 30-40% არ ითვალისწინებს ჩვენს გაფრთხილებას და აგრძელებენ ისევ არასწორად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების მოხმარებას. ეს არის ძირითადად ღია წვის კამერიანი გამათბობელი, რაც კატეგორიულად იკრძალება“ – განაცხადა ლეფსვერიძემ.
ლეფსვერიძე მოქალაქეებს მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ „ნებისმიერი დანადგარის შეძენის, მონტაჟის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 2 404004 ან 114-ზე და მისცემენ შესაბამის მითითებებს”, – დასძინა მან.
მისივე ინფორმაციით, ინტოქსიკაცია ძირითადად ხდება გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში.
“როდესაც საცავში გროვდება co ნახშირჟანგი, დაახლოებით, საცავში დაგროვებული 1% 2-3 წუთში იწვევს ადამიანის მოწამვლას და ფატალურ შედეგს. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ქირაობს ან გირაობს ბინას, აუცილებლად დაუკავშირდეს კომპანიას და შეამოწმებინოს გაზის დანადგარები”, – განაცხდა ლეფსვერიძემ.
მისივე ინფორმაციით, ”ყაზტრანსგაზ – თბილისის” ბრიგადები შემოწმებას 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები