თავდაცვის სამინისტროს ბულგარელი ექსპერტი ეწვია

გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი ბულგარელ ექსპერტს, სიანა მირჩევას მასპინძლობს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ბულგარელი სტუმარი ქართულ მხარეს ნატოს STANAG 6001-ის მიხედვით, ტესტირების კომპიუტერული სისტემის (CAT) დანერგვასთან დაკავშირებით გამოცდილებას გაუზიარებს.
ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი გასულ წელს, ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ტესტირების ოფისში გამართული სამუშაო შეხვედრის ერთგვარი გაგრძელებაა, 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, იმართება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინგლისური ენის ტესტირების კომპიუტერული მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი უცხოელ კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობს. ახლახან საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარსაც უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები